goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


პიაცას მოედანი

პიაცას მოედანი
პიაცას მოედანი პიაცას მოედანი პიაცას მოედანი პიაცას მოედანი პიაცას მოედანი
ტიპი: სკვერი
მისამართი: ფარნავაზ მეფის 25
ტელ.: 0 32 2 61 15 13
ელ. ფოსტა: info@piazza.ge
ვებ-გვერდი: http://piazza.ge

ზოგადი აღწერა:

ბათუმის სიმბოლოდ ქცეული პიაცას მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანია მთელ საქართველოში. იგი 5.700 კვ.მ-ზეა აშენებული და გამოირჩევა როგორც თავისი მოხატულობით, ასევე მოზაიკისა და ვიტრაჟის ხელოვნების საუცხოო ნიმუშებით. ძველი ბათუმის ისტრორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პიაცას კომპლექსის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. მოედნის მთავარი არქიტექტორი ვაჟა ორბელაძეა, ხოლო ვიტრაჟების ავტორი - ესტონელი ხელოვანი დოლორეს ჰოფმანი. პიაცას მოედანმა სასტუმრო-გასართობი და კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის დატვირთვა შეიძინა. ბათუმში ჩამოსული ყველა ტურისტი აუცილებლად სტუმრობს ქალაქის ამ ახალ ღირშესანიშნაობას. პიაცას მოედანმა უმასპინძლა მსოფლიოში ცნობილ ისეთ დიდ მუსიკოსებს, როგორებიც არიან პლასიდო დომინგო, კრის ბოტი, სტინგი, მეისი გრეი, მიშელ ლეგრანი და თამარ გვერდწითელი.



//