goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ევროპის მოედანი

ევროპის მოედანი
ევროპის მოედანი ევროპის მოედანი ევროპის მოედანი ევროპის მოედანი ევროპის მოედანი
ტიპი: სკვერი
მისამართი: ბარათაშვილის 3

ზოგადი აღწერა:

ძველი ბათუმის შუაგულში, ცენტრალური ქუჩებით და საუცხოო შენობებით გარშემორტყმული ევროპის მოედანი  ბათუმის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. 2007 წელს მოედანზე აღმართული „მედეას“ ქანდაკება ქართველი ხალხის ევროპულ სამყაროსთან ძირძველ კავშირებსა და ჩვენი კულტურის ევროპულ ცივილიზაციასთან სიახლოვეს კიდევ ერთხელ გვახსენებს. ქალაქის ცენტრში მდებარე მოედანი არა მარტო ტურისტებისათვის, არამედ ბათუმელებისთვისაც საყვარელი ადგილია დასვენებისა და გართობისათვის. განახლებული ფასადებისა და ახალი შენობების საუცხოო შერწყმა განსაკუთრებით ლამაზია ღამით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მოედანმა არაერთ საერთაშორისო დონის კონცერტს უმასპინძლა. უფრო მეტიც, ევროპის მოედანი ქართველებისათვის საახალწლო ღამის განუყოფელი ნაწილი გახდა თავისი კონცერტებითა და საზეიმო გარემოთი. აქ ტარდებოდა  კარერასის, ბუენო ვისტას, ანდრეა ბოჩელის და სხვა მრავალი ქართველი თუ უცხოელო ვარსკვლავის კონცერტები. ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული შოუ ევროპის მოედანზე ენრიკე ეგლესიასმა გამართა, სადაც 50 ათასამდე მაყურებელი მივიდა.



//