goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი ბათუმის ბულვარი ბათუმის ბულვარი ბათუმის ბულვარი ბათუმის ბულვარი
ტიპი: პარკი
მისამართი: ბათუმის ზღვისპირა ზოლი
ტელ.: 0 422 27 88 08
ელ. ფოსტა: info@boulevard.ge
ვებ-გვერდი: http://boulevard.ge

ზოგადი აღწერა:

ბულვარის გაშენება 1881 წლიდან დაიწყო. მისი შექმნის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორს ა. ი. სმეკალოვს ეკუთვნის, რომელმაც ზღვისპირა ბულვარის გაშენება ცნობილ გერმანელ მებაღეს - რესლერს დაავალა. ბულვარმა თავისი არსებობის ისტორიაში განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. 1977 წლიდან ბულვარში ფუნქციონირებს ფერადი მოცეკვავე შადრევნები, რომლის არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ქართველ ავტორ გ. ერქომაიშვილს. 2008 წლის სექტემბერში შადრევანი განახლებული სახით დაუბრუნდა ქალაქს.

ბულვარის სანაპირო ზოლი ბუნგალოებით, კაფე-ლაუნჯებით, რესტორნებით, საბავშვო ატრაქციონებით, თანამედროვე დიზაინის სკამებით, სკულპტურებითა და ახალი ფანტანებით დამშვენდა და იგი ქალაქის სტუმრებისათვის ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.



//