ტიპი: ქანდაკება და სკულპტურა
მისამართი: ევროპის მოედანი
ზოგადი აღწერა:
"მედეას ქანდაკება" 2007 წელს ევროპის მოედანზე დაიდგა. მისი ავტორია დავით ხმალაძე. ქანდაკება ქვეყნის სიძლიერისა და სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენს. ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი მედეა, ლეგენდარული კოლხეთის სამეფოს (დღევანდელი დასავლეთ საქართველო) მმართველის, მეფე აიეტის უმცროსი ქალიშვილი იყო. იმ დროისათვის მედეა საუკეთესო ფარმაცევტი იყო და სწორედ მის სახელს უკავშირდება სახელწოდება "მედიცინა".