goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


მიხეილ დ’ალფონსი

მიხეილ დ’ალფონსი
მიხეილ დ’ალფონსი
ტიპი: ქანდაკება და სკულპტურა
მისამართი: ძველი ბულვარი

ზოგადი აღწერა:

ცნობილი დიდგვაროვანი ფრანგი მიხეილ დ'ალფონსი 1885-1889 წლებში ბათუმის მთავარი მებაღე და ახალდაწყებული ბულვარის განაშენიანების პირველი ხელმძღვანელი იყო.

მის სახელს უკავშირდება ბათუმის ბულვარის დაარსება და მისი შემდგომი განაშენიანება.

თავისი ენერგიული მოღვაწეობით მ. დ'ალფონსმა ერთ დროს გაუვალი ზღვისპირეთი ნამდვილ წალკოტად აქცია. მისმა თანამედროვეებმა ბათუმში მოღვაწე მებაღე მიხეილ დ'ალფონსი "ბათუმის სანაპიროს კეთილ გენიად" მონათლეს.

მ. დ'ალფონსი იყო პირველთაგანი, რომელმაც მაშინდელ ბათუმის ოლქში საფუძველი ჩაუყარა მებაღეობას. სწორედ მან განჭვრიტა აჭარის ზღვისპირეთის უნიკალური შესაძლებლობები, საფუძველი დაუდო მდიდრული ლანდშაფტის ათვისებას და აჭარის ზღვისპირეთში საუკეთესო დასასვენებელი ადგილის დამკვიდრებას.


//