goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ძველი ბათუმი

ძველი ბათუმი
ძველი ბათუმი ძველი ბათუმი ძველი ბათუმი ძველი ბათუმი ძველი ბათუმი
ტიპი: არქიტექტურა
მისამართი:

ზოგადი აღწერა:

ძველი ქალაქი, 2-3 სართულიანი შენობების ლამაზი განლაგებით, ადვილად აყვარებს სტუმარს თავს. ბათუმის მშენებლობის ისტორია დაახლოებით 150 წლის წინ დაიწყო, როცა ქალაქი პორტო-ფრანკოდ გამოცხადდა. ქალაქის ამ ძველი ნაწილის დათვალიერებისას შენობებზე აუცილებლად შეხვდებით ლომების, ტიტანების, სხვადასხვა მითიური არსებების დეკორატიულ გამოსახულებებს, ასევე ბათუმის სიმბოლოდ ქცეულ ფიგურას - "ბიჭუნას სალამურით". თანამედროვე ბათუმის განვითარების პერიოდი XIX საუკუნეში დაიწყო. ამ დროისათვის ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა მნიშვნელივნად გაიზარდა. ბათუმის პორტი იქცა ბაქოში მოპოვებული ნავთობის გადაზიდვის უდიდეს სატრანზიტო პუნქტად. ბათუმის მიმართ ევროპელი ბიზნესმენების ინტერესიც გაიზარდა. იმ დროისათვის რეგიონში მრავალ ინდუსტრიულ და კომერციულ კომპანიას ჰქონდა ბიზნესი: "ო.ფ. გილარდი", "სიმენსი და ჰალსკე", "შუფტი და ზიმერმენი", "ვარნეკე და კომპანია", "ძმები ნობელები". 1903 წლისათვის აქ უკვე 29 ფაბრიკა-ქარხანა ფუნქციონირებდა. ინდუსტრიულმა ბუმმა გამოიწვია მოსახლეობის ზრდა 1878-1903 წლებში. უკვე 1884 წლისთვის აქტიურად მიმდინარეობდა ინტენსიური მშენებლობები: აშენდა და გაიხსნა 305 საცხოვრებელი სახლი, 4 თამბაქოს პლანტაცია, 8 სასტუმრო, 4 საკონდიტრო მაღაზია, 21 სასადილო, 49 პროდუქტების მაღაზია, 12 ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზია. 2008 წლიდან დღემდე, ბათუმის მერია ეტაპობრივად ახორციელებს ბათუმის ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქციის პროექტს. წითელი კრამიტის სახურავებმა, ქვაფენილიანმა ქუჩებმა, ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით აღდგენილმა ფასადებმა - ბათუმის ამ ნაწილს ძველი იერსახე დაუბრუნეს და უფრო მეტი მომხიბვლელობა შესძინეს.


//