ტიპი: არქიტექტურა
მისამართი: გოგებაშვილის 3
ზოგადი აღწერა:
ბათუმის ნავსადგურის გავლით სატრანზიტო ნაოსნობის ისტორია საწყისს ღრმა წარსულიდან იღებს. 1878-1885 წლებში ბათუმი გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (რაც თავისუფალ სავაჭრო პორტს ნიშნავს). ამ პერიოდში დაიწყო ბათუმის პორტში ტვირთბრუნვის ზრდა და საჭირო გახდა ახალი ნავსადგურის აგება. ბათუმის საზღვაო ვაგზლის ახლანდელი შენობა 1962 წელს აშენდა არქიტექტორების ნოვაკოვისა და კრემლიაკოვის პროექტით. საზღვაო ვაგზალში მოქმედებს ნავიგაციის ცენტრი. საზღვაო ტერმინალის ეს არქიტექტურული ნაგებობა ბათუმის ზღვისპირა უბნის მშვენებაა და ძველი ბათუმის ერთ–ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა.






