ტიპი: არქიტექტურა
მისამართი: ფარნავაზ მეფის 25
ვებ-გვერდი: http://piazza.ge
ზოგადი აღწერა:
ბათუმის სიმბოლო, პიაცას მოედანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. ის გადაჭიმულია 5.700 კვადრატულ მეტრზე და გამოირჩევა დახვეწილი მოზაიკითა და მოხატული ფერადი შუშის ვიტრაჟებით. მისი მთავარი არქიტექტორია ვაჟა ორბელაძე, ხოლო მოხატული ვიტრაჟების ავტორი, ესტონელი მხატვარი - დოლორეს ჰოფმენია. პიაცას მოედანი სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების ჩატარების საუკეთესო ადგილად იქცა.






