goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


კოლონადები

კოლონადები
კოლონადები კოლონადები კოლონადები კოლონადები კოლონადები
ტიპი: არქიტექტურა
მისამართი: ძველი ბულვარი

ზოგადი აღწერა:

ბათუმის კოლონადები ქალაქის ერთ-ერთი ყველზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. იდეის ავტორი ბათუმელი ექიმი ივანე მჭედლიძეა, რომელმაც პროექტი იტალიის ქალაქ სორენტოდან ჩამოიტანა. 1934 წლიდან მოყოლებული ბულვარის კოლონადები ბათუმის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. თავდაპირველად კოლონადები ზღვის კარიბჭის როლს ასრულებდა, რადგან სწორედ მასთან იწყებოდა ზღვის ნაპირი, თუმცა დროთა განმავლობაში სანაპირო ზოლი უკან დაიწია და დღესდღეობით ამ ადგილას ულამაზესი ზღვისპირა პარკია გაშენებული.


//